არჩევენბში ფაშინიანმა გაიმარჯვა, ხოლო პარლამენტში 3 პარტია შევიდა
20 ივნისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა ფაშინიანის "საზოგადოებრივმა ხელშეკრულებამ" ხმების 53,92% მიიღო, რითაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილი ფაშინიანის მთავარმა კონკურენტმა და სომხეთის ყოფილი მმართველის - რობერტ ქოჩარიანმა ბლოკმა მიიღო, რომელმაც ჯამში 21%-ის მოგროვება შეძლო.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წესების თანახმად, პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს 4%-იანი ბარიერი, ხოლო ბლოკებს 7%-იანი ბარიერი უნდა გადაელახათ, რაც ვერცერთმა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ შეძლო.
მიუხედავად ამისა, რადგანაც მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტში მინიმუმ სამი პარტიის არსებობა სავალდებულოა, ამიტომ კიდევ ერთი ყოფილი ლიდერის - სერჟ სარგსიანის ბლოკი მომდევნო პარლამენტში ადგილებს დაიკავებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ 5.23% მიიღეს, რაც არასაკმარისი, მაგრამ მესამე ყველაზე მაღალი შედეგი იყო.
მოულოდნელობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პარლამენტს გარეთ დარჩა გაგიკ ცარუკიანის "აყვავებული სომხეთი", რომელიც ქოჩარიანთან პარტნიორობას აპირებდა, თუმცა ჯამში 3.96% მიიღო და ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
პირველადი შეფასებების თანახმად, სომხეთში არჩევნებმა მძიმე დარღვევების გარეშე ჩაიარა.