აშშ ბულგარეთს და სამხრეთ კორეას უკრაინისთვის ჭურვების მიწოდებაზე შეუთანხმდა
ამერიკის შეერთებული შტაბები მიაღწია შეთანხმებას ბულგარეთთან და სამხრეთ კორეასთან 155 მილიმეტრის საარტილერიო ჭურვების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ.
ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.
გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენის ადმინსიტრაცია უკვე დიდი ხანია ცდილობს მოკავშირეების მეშვეობით უკრაინა რაც შეიძლება მეტი კონვენციური საარტილერიო ჭურვით უზრუნველყოს.
წყაროების ცნობით, 2025 წლისთვის აშშ საკუთარი წარმოების მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს - ყოველთვიურად 90 ათასი ჭურვი.
"უკრაინაში ომის დაწყებამდე პენტაგონის ყურადღება ძირითადად სატანკო ჭურვების წარმოების ზრდისკენ იყო მიმართული",- ამბობს გამოცემასთან საუბარში სამხედრო მრეწველთა ასოციაციის წარმომადგენელი, გაი უოლში.
კონტექსტი
ივლისის დასაწყისში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეწურებოდა კონვენციური საარტილერიო ჭურვების მარაგი და სწორედ ამით იყო განპირობებული უკრაინისთვის კასეტური ჭურვების გადაცემა, რომელთა მოცულობითი მარაგიც ამერიკას ცივი ომის წლებში დაუგროვდა.
ასევე, ცნობილია, რომ უკრაინა აქტიურად მუშაობს 155 მილიმეტრიანი ჭურვების წარმოების ჯაჭვის ქვეყნის ტერიტორიაზე ასაწყობად.