აშშ გმობს თალიბანის მიერ სიკვდილით დასჯის განახლებას

პარასკევს ამერიკამ დაგმო თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის მიერ Associated Press-თან ინტერვიუში დაანონსებული სხეულის ნაწილების ამპუტაციებისა და სიკვდილით დასჯის განახლება.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკა თალიბანს ამისთვის პასუხს მოსთხოვს.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტევიუში თალიბანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მოლა ნურუდინ ტურაბიმ განაცხადა, რომ დამნაშავეების ამ მეთოდებით დასჯა იგეგმება.

1996-2001 წლებში, თალიბანის მმართველობისას მკვლელობისთვის სასჯელი დახვრეტა იყო, ყაჩაღობისთვის - ფეხის და ხელის მოჭრა, ხოლო ქურდობისთვის - თითქების მოჭრა. 

"ხელის მოჭრა უსაფრთოხებისთვის აუცილებელია," - თქვა ტურაბიმ. "ვერავინ გვეყტვის როგორი უნდა იყოს ჩვენი კანონები. ჩვენ ისლამს მივდევთ და ჩვენი კანონები ყურანს ეფუძნება."

საერთაშორისო საზოგადოება თალიბანის მიერ შექმნილ მთავრობას ოფიციალურად არ აღიარებს.

ამერიკა აცხადებს, რომ აღიარების საკითხი დამოკიდებულია თალიბების მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე.

 

 

მსგავსი სიახლეები