აშშ იორდანიისგან შეძენილ Gepard-ის 60 დანადგარს უკრაინას გადასცემს

აშშ იორდანიისგან Gepard-ის ტიპის 60 საზენიტო დანადგარი შეიძინა და მათ უკრაინისთვის გადაცემას აპირებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ De Telegraaf ავრცელებს. აღნიშნული დანადგარები იორდანიამ ნიდერლანდებისგან 2013 წელს შეიძინა. 

წყაროს ცნობით, გერმანული წარმოების დანადგარებში აშშ-მ 110 მილიონი ევრო გადაიხადა. პუბლიკაციის მიხედვით პირველი საზენიტო დანაგრები უკრაინამ შესაძლოა უახლოეს პერიოდში მიიღოს. 

კონტექსტი 

აღნიშნულ მობილურ საზენიტო დანადგრებას უკრაინის შეიარაღებული ძალები განსაკუთრებით ეფექტურად იყინებენ ფრონტის ხაზზე. მობილური სისტემები განსაკუთრებით ეფექტურია დრონებისა წინააღმდეგ, რაც თავის მხრივ უკრაინას საშუალებას აძლევს უფრო ძვირადღირებული სისტემებზე გააკეთოს ეკონომია. 

თავდაპირველად Gepard-ების შესყიდვის შესახებ ცნობები მიმდინარე წლის ივნისში გავრცელდა. შეიარაღების მწარმოებელმა კომპანია Global Military products-მა პენტაგონისგან 118 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება მიიღო. 

ღია წყაროებში არსებული მონაცემებით უკრაინული არმიის განკარგულებაში ამ დროისთვის სულ ამ ტიპის 49 დანადგარია, მათ შორის 3 დანადგარი ოქტომბერში მიიღო. 

 

მსგავსი სიახლეები