აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჰამასის თავდასხმის შედეგად 29 ამერიკელი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ისრაელისა და ჰამასის ომში დაღუპულ ამერიკელთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი "აშშ-ის მოქალაქეების გარდაცვალების გარემოებებზე ან გარდაცვლილების ვინაობაზე" დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე ცნობილია აშშ-ის 15 მოქალაქის ვინაობა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
"აშშ-ის მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა დადგინდეს მათი ადგილსამყოფელი და მუშაობს ისრაელის მთავრობასთან მძევლების კრიზისის ყველა ასპექტზე," - ნათქვამია განცხადებაში.