აშშ კორუმპირებულ უკრაინელ ჩინოვნიკებს სანქციებს დაუწესებს

 

ამერიკის შეერთებული შტატები კორუფციაში ჩართულ უკრაინელ ჩინოვნიკებს სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა ამერიკელმა დიპლომატმა კრისტინა ქუინმა განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ოფიციალურად ამის შესახებ "დემოკრატიის სამიტზე" გაცხადდება.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ კორუფციასთან ბრძოლის საკითხი სამიტის დღის წესრიგში შეიტანა. სამიტში მონაწილეობას უკრაინაც იღებს. დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდება, ვსაუბრობ ამერიკულ სანქციებზე, რაც აჩვენებს კორუმპირებული პირების დევნის განწყობას. ამ სიაში თქვენთვის ნაცნობი სახეებიც იქნებიან."

"დემოკრატიის სამიტის" ძირითადი თემები ავტორიტარიზმისგან დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვაა.

Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსით, უკრაინამ 2020 წელს 180 ქვეყანაში 117-ე ადგილი დაიკავა.

 

მსგავსი სიახლეები