აშშ-მ სანქციები დაუწესა ბალისტიკური რაკეტის პროგრამაზე მომუშავე ირანელებს

აშშ-ს ხაზინამ სანქციები დაუწესა ირანელებს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტის პროგრამაში არიან ჩართული.

„ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნა და გამოყენება საერთაშორისო უსაფრთხოებას სერიოზულ გამოწვევას უქმნის“, - ნათქვამია ხაზინის განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ერაყში აშშ-ს საკონსულოსთან ახლოს სარაკეტო იერიში მიიტანა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები პერიოდულად საუდის არაბეთის და საამიროების ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ.

სანქცირებულ პირთა შორისაა ირანელი მეწარმე მოჰამად ალი ჰოსეინი. ჰოსეინის კომპანიები რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ბალისტიკური რაკეტების კვლევისთვის და განვითარებისთვის რესურსების შესყიდვით ეხმარებოდა.

 

მსგავსი სიახლეები