აშშ-მ უკრაინაში იარაღის კოორდინაციისთვის გადამდგარი გენერალი დაიქირავა
თეთრმა სახლმა გადამდგარი გენერალი ტერი ვოლფი დაიქირავა, რათა უკრაინას ასობით მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების კოორდინაციაში დაეხმაროს. ინფორმაცია 21 აპრილს The Hill-მა და CNN-მა გაავრცელეს.
გასულ კვირას სენატორებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდეს უკრაინის თავდაცვით დახმარების კოორდინატორი დაენიშნა. 21 აპრილს ამ თანამდებობაზე ვოლფი დაინიშნა.
გენერალი ვოლფი წარსულში პენტაგონში, გაერთიანებულ შტაბში, სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა.
შეერთებულ შტატებში თვლიან, რომ ტერი ვოლფის კანდიდატურა სწორია, რათა "უკრაინა, დარწმუნდეს, რომ მიიღებს საჭირო იარაღს რუსეთის დასამარცხებლად."
ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ვოლფის გამოცდილება, როგორც "ისლამური სახელმწიფოს" გამანადგურებელი კოალიციის წარმომადგენლის, "გასაოცარი იქნება იმისთვის, რომ ამ კოალიციამ შეინარჩუნოს დინამიკა".