აშშ-მ უკრაინული ფოლადის იმპორტზე ტარიფები გააუქმა
აშშ-ში შეტანილი უკრაინული ფოლადი შემდეგი ერთი წლის განმავლობაში არ დაიბეგრება.
საბაჟო ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ს ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ განაცხადა.
უკრაინა აშშ-ს ფოლადით მომმარაგებელთა შორის მეთორმეტე ადგილს იკავებს.
მსოფლიოში უკრაინა ფოლადის რიგით მეცამეტე უმსხვილესი ექსპორტიორია.
ომის დაწყებამდე ყოველი მეცამეტე უკრაინელი ფოლადის მრეწველობაში იყო დასაქმებული.
ომიანობის ჟამს „ფოლადის ქარხნები მათ თანამშრომლებს ხელფასს უხდიან, მათ კვებავენ და ხშირად იფარებენ კიდეც“, - ნათქვამია აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში წარმოების დიდი ნაწილი გაჩერებულია, ორმა მსხვილმა მწარმოებელმა - ArcelorMittal-ი და Metinvest-ი - გასულ თვეში სამუშაო პროცესის ნაწილობრივ განახლება შეძლო.
2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ში ფოლადის იმპორტზე 25 პროცენტიანი საბაჟო ტარიფი დააწესა.