აშშ-მ უპილოტო საფრენი აპარატით სირიაში „ალ-კაიდას“ ლიდერი მოკლა
აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, პარასკევს, სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-კაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი აბდულ ჰამიდ ალ-მატარი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მოკლეს.
„ალ-კაიდას მეთაურის განადგურებით ტერორისტული დაჯგუფება დავასუსტეთ, [ის] ვეღარ შეძლებს ამერიკის მოქალაქეების, ჩვენი პარტნიორების და უდანაშაულო პირებისთვის საფრთხის შექმნას“, - წერია განცხადებაში.
ორი დღის წინ ექსტრემისტები თავს დაესხნენ სამხრეთ სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზას.
სექტემბერში იდლიბის პროვინციაში „ალ-კაიდას“ კიდევ ერთი მეთაური, სალიმ აბუ-აჰმადი მოკლეს.
2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ, რამაც ქვეყანა რამდენიმე ნაწილად გახლიჩა, სირიაში სხვადასხვა ისლამისტურმა, ექსტრემისტულმა და ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მოიკიდეს ფეხი.