აშშ-მა არ გააგრძელა ლიცენზიის ვადა, რომლითაც რუსეთი ნავთობის საფასურს იღებდა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ არ გააგრძელა საგამონაკლისო ლიცენზიის ვადა, რომლის მეშვეობით სანქცირებულ რუსულ ბანკების ენერგორესურსების საფასურს ღებულობდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს - საინფორმაციო სააგენტოს ხაზინაში დაუდასტურეს, რომ აღარ გააგრძელეს ე.წ. გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომელიც ვაშინგტონის დროით 12 მარტს, 12:01 წუთზე ამოიწურა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ლიცენზია სახელმწოდებით 8L დასაშვებს ხდიდა 12 სანქცირებულ რუსულ ბანკში საზღვარგარეთ გაყიდული ენერგერუსების საფასურის გადახდას, მეორადი სანქციების რისკის გარეშე.
Fox News-ის ჟურნალისტის ჯეკი ჰაინრიხის ცნობით, მან რამდენიმე დღის წინ მიმართა თეთრ სახლს კითხვით აპირებდა, თუ არა პრეზიდენტი ლიცენზიის ვადის გახანგრძლივებას და პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ჰაინრიხის აზრით, ეს შესაძლოა უბრალო დაუდევრობა იყოს ან მისკომუნიკაცია თეთრ სახლსა და ხაზინას შორის.
განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს Fox-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი, ედვარდ ლოურენსი, რომლის ცნობითაც, ლიცენზიის არგახანგრძლივება ტრამპის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების ტაქტიკის ნაწილია.
კონტექსტი
ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინი პირველად გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის თანახმაა, მაგრამ არსებობს ნიუანსები - პუტინმა ზავის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა.
პუტინს მალევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც, რომელმაც რუსი კოლეგის განცხადებას იმედისმომცემი, მაგრამ არასრული უწოდა - ამერიკელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა იმედი, რომ კრემლი დათანმხდება წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი თქმით, მსოფლიო იმედგაცრუებული დარჩება.
საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველის, იური უშაკოვის ცნობით, დღეს უნდა გაიმართოს შეხვედრა ვლადიმირ პუტინსა და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის.
შეხვედრის დაწყების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.