აშშ-ს წნეხის შედეგად თურქეთმა აკრძალა სანქცირებული ტვირთების ექსპორტი რუსეთში

ამერიკის შეერთებული შტატების წნეხის შედეგად თურქეთმა აკრძალა ორმაგი და სამხედრო დანიშნულების სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

გამოცემის წყაროს ცნობით, საკითხის პოლიტიკური სენსიტიურობის გამო გადაწყვეტილება თურქეთმა საჯაროდ გახმაურების გარეშე მიიღო. ცვლილებების შედეგად, აიკრძალა აშშ-ში, ევროკავშირში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში წარმოებუული 50-მდე დასახელების პროდუქცია, რომელთაც რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. 

საუბარია განსხვავებული დანიშნულების ელეტრნიკაზე, მიკროჩიპებზე, დისტანციური მართვის სისტემებზე, პროცესორებსა და მეხსიერების ბარათებზე, რომლებიც რაკეტების წარმოებაში გამოიყენება. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი თურქეთიდან რუსეთში 12-ჯერ გაიზარდა და 38 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

Financial Times-ის ხელში ჩავარდნილი თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ამგვარი პროდუქციის ექსპორტის მოცულობა რუსეთში 4 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 

გამოცემის ცნობით, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის უმსხვილესი მიმწოდებელი კვლავ ჩინეთისა და ექსპორტის მოცულობა 337 მილიონ დოლარს შეადგენს. 

 

მსგავსი სიახლეები