აშშ-ს უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმების დადება კვლავ სურს - Reuters
.jpeg)
გამოცემა Reuters, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უარი არ უთქვამს კიევთან ბუნებრივი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დადებაზე და ახლა განიხილავს დოკუმენტის "გამარტივებულ" ვერსიას, რომელშიც კონკრეტული რიცხვების ნაცვლად, მხოლოდ მხარეების თანამშრომლობაზე სურვილი იქნება გათვალისწინებული.
წინა კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერაზე, რომელიც, ზოგიერთი გამოცემის თანახმად, აშშ-ის მხრიდან უკრაინის რესურსების მოპოვების შედეგად მიღებული მოგების 50 პროცენტის კონტროლს ითვალისწინებდა (ლითონები, ტიტანი და ლითიუმი, ასევე იშვიათი მიწის ლითონები და ურანი).
გამოცემის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ვერ დაარწმუნა ზელენსკი, ხელი მოეწერა დოკუმენტზე. ზელენსკი, როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მიერ შეთავაზებულ პროექტს უკრაინისთვის სასარგებლოდ არ თვლის და აცხადებს ამასთან, რომ ის არ შეიცავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს.
Reuters-ის წყაროების თანახმად, ზელენსკი ახლაც მზად არის ხელი მოაწეროს წიაღისეულზე შეთანხმებას, მაგრამ ის არ უნდა იყოს ასე „მტაცებლური“.