აშშ-სთან შეხვედრაზე რუსეთი აღმოსავლეთ ევროპიდან ნატოს ჯარების გაყვანას ითხოვდა

ერ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან აღმოსავლეთ ევროპისგან ნატოს ჯარების გაყვანა მოითხოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
კრისტიან დიაკონესკუს ცნობით, უკრაინასთან ომის შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა ერთ-ერთ წინაპირობად ვაშინგტონისგან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგიდან ნატოს ჯარების გაყვანა მოითხოვა.
ამავე წყაროს ცნობით, ამერიკელებმა რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება უარი თქვეს, თუმცა უკრაინის თაობაზე დონალდ ტრამპის შეცვლილი რიტორიკის ფონზე რუმინეთის პრეზიდენტის გარემოცვაში შიშობენ, რომ მსგავსი დათმობა ამერიკის მხრიდან გამორიცხული არ არის.
დიაკონესკუს თქმით, რუმინეთში იმედი აქვთ, რომ მომდევნო კვირას ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი შეეცდებიან დაარწმუნონ ტრამპი, რომ მსგავს დათმობაზე უარი თქვას.
აღმოსავლეთ ევროპიდან ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაყვანა და 1997 წლის საზღვრებზე დაბრუნება რუსეთის მიერ 2021 წლის შემოდგომაზე დასავლეთის წარდგენილი ულტიმატუმის ერთ-ერთი პუნქტი იყო.