ავღანეთში მეჩეთში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 15 კი - დაშავდა

 

აღმოსავლეთ ავღანეთში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 15 დაშავდა. ამის შესახებ თალიბანი იუწყება.

ნანგარჰარის პროვინციის მთავრობის განცხადებით, ბომბი შენობაში ლოცვის დაწყებამდე შეიტანეს.

ბოლო პერიოდში მომხდარი სხვა თავდასხმების მსგავსად მეჩეთში სუნიტი მუსლიმები იმყოფებოდნენ. ავღანეთის ამ პროვინციებში ტერორისტულ თავდასხმებს, როგორც წესი, ხორასანის ისლამური სახელმწიფო ახორციელებს.

ავღანეთში ტერაქტების რაოდენობა ამერიკული და მოკავშირეების ჯარების გასვლის შემდეგ გაიზარდა.

თალიბანი და ხორასანის ისლამური სახელმწიფო ერთმანეთთან დაპირისპირებული ორგანიზაციები არიან.

თალიბების სადაზვერვო სამსახურის სპიკერმა ამ კვირაში განაცხადა, რომ მათ ისლამური სახელმწიფოს 600 წევრი დააკავეს, 33 კი ლიკვიდირებულია.

 

  

 

 

მსგავსი სიახლეები