ლაპიდი: ისრაელი უკრაინაში შეიარაღებულ კონფრონტაციას არ მოელის

 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფრონტაცია არ არის მოსალოდნელი.

გამოცემა Axios-თან ინტერვიუში იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვთან საუბრისას ვითარების დეესკალაციის საკითხს წამოაყენებს.

"როგორც რუსეთი, ისე უკრაინა ებრაული დიასპორის სამშობლოა, ამიტომ კიევს და მოსკოვს შორის დაძაბულობას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით", - ამბობს ლაპიდი.

Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლაპიდს კრემლისთვის სიტუაციის განმუხტვის შესახებ მოლაპარაკება სთხოვა.

გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია „მკაფიო და მყისიერი შესაძლებლობაა“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო მობილიზაცია საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა მყისიერი აგრესია არაა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები