Axios: თავშესაფრის ადგილი და საგანგებო პროტოკოლი, ისრაელმა წინასწარ იცოდა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელი, იერიშის მიტანას აპირებდა ირანზე, ისლამური რევოლუციის გვარდიის საჰაერო ძალების მეთაურები, სპეციალურ თავშესაფარში შეიკრიბნენ, რათა საპასუხო ნაბიჯები გადაედგათ.
თუმცა, ამერიკული გამოცემა axios-ის თანახმად, ისრაელმა, გასაიდუმლოებული ადგილის შესახებ, წინასწარ იცოდა, რის შემდეგაც, ადგილზე შეკრებილ ირანელი სამხედროებზე იერიში მიიტანეს.
არსებული ინფორმაციით, საუბარია ოცზე მეტ ირანელ სარდალზე, მათ შორის, სააჰერო თავდაცვისა და უპილოტო საფრენი აპარატების (ე.წ დრონები) ძალების ხელმძღვანელებეზე.
მეთაურების გარდა, ისრაელელის მთავარ სამიზნეს, ირანული ჰაერსაწინააღმდეგო თავდასცვის სისტემები და რადარები წარმოადგენდა.
სპეცსამსახურების ინფორმაციის საფუძველზე, ამ სისტემების ზუსტი მდებარეობა, ისრაელის სამხედრო ძალებისთვის ცნობილი იყო, რის გამოც, მათი განადგურება, ოპერაციის პირველივე ფაზაში მოხდა, რამაც, თითქმის, შეუზღუდავი მოქმედების თავისუფლება მისცა ისრაელის საჰაერო ძალებს.
პარალელურად, ისრაელის დაზვერვის სამსახურის - "მოსადის" აგენტები, ფარულ, დივერსიულ ოპერაციებს ატარებდნენ ირანში, ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებისა და ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემების მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის ძალებმა, ირანში, ფარულად განათავსეს შეირაღებული სისტემები მანქანებში. მას შემდეგ, იერიში დაიწყო, ეს სისტემები ამოქმედდა და გაანადგურა ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტები.
"ის ფაქტი, რომ აღარავინ იყო ბრძანების გასაცემად, ირანის მყისიერი პასუხის შესაძლებლობა გაანეიტრალა,“ — განაცხადა ისრაელის ოფიციალურმა პირმა.
გამოცემის ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე ცუდ სცენარში, ისრაელი, ირანისგან, პირველ ნაბიჯად, 300-დან 500-მდე ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ელოდა, თუმცა, პირველადი ნაბიჯი, გაცილებით უფრო სუსტი აღმოჩნდა. თეირანი, მხოლოდ 100 დრონის გამოყენებით შეეცადა იერიშის მიტანას.