აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე შეტაკებებს მსხვერპლი მოყვა

28 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მოხდა - დაპირისპირება სომხეთის მხრიდან გეგარკუკისა და აზერბაიჯანის მხრიდან ქელბაჯარის რაიონების ტერიტორიაზე მოხდა. 

ეს ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მომხდარი ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა. შეტაკებების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 4 სომეხი ჯარისჯაცი, აზერბაიჯანის მხრიდან დაჭრილია ორი სამხედრო პირი, ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაპუღუპულები. 

შეტაკებების პროვიცირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის საათებში სომეხმა სამხედროებმა ქელბაჯარის სასაზღვრო ხაზზე მდებარე აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილეს. 

თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია და ვითარების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმღვანელობას ეკისრება. 

ადგილობრივი დროით, დილის 10 საათისთვის ორივე მხარემ მიიღო რუსეთის ფედერაციის წინადადება, რომელიც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას გულისხმობდა. ამ დროისთვის აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო ხაზზე სიმშვიდეა, თუმცა ვითარების ესკალაციის რისკი კვლავაც ნარჩუნდება. 

მსგავსი სიახლეები