ბაიდენი: ჰამასის მიერ მოკლულია 11 ამერიკელი, უფრო მეტი ტყვეობაშია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 11 ამერიკელი დაიღუპა და აშშ-ის სხვა მოქალაქეები, სავარაუდოდ, ღაზაში მძევლად მყოფთა შორის არიან.
"ახლა ჩვენ ვიცით, რომ დაღუპულთა შორის იყო სულ მცირე 11 ამერიკის მოქალაქე - ბევრი მათგანი ისრაელში ცხოვრობდა," - თქვა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ისრაელთან "მძევლების დახსნის მცდელობებზე" მუშაობენ.
"ამერიკის მოქალაქეები კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩებიან და ჩვენ ვმუშაობთ ისრაელის ოფიციალურ პირებთან, რათა მეტი ინფორმაცია მივიღოთ მათი ადგილსამყოფელის შესახებ," - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. "ეს გულის ამრევია, ოჯახები დაინგრა უპატიებელი სიძულვილით და ძალადობით."
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულო მომსახურებას უწევს აშშ-ის მოქალაქეებს ისრაელში და კომერციული ფრენები ხელმისაწვდომია, თუმცა შეზღუდული.
"ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოება - შინ თუ მის ფარგლებს გარეთ - ჩემი, როგორც პრეზიდენტის, მთავარი პრიორიტეტია," - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ და ისრაელი "განუყოფელი პარტნიორები არიან და მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, როდესაც გუშინ ვისაუბრეთ, რომ აშშ უზრუნველყოფს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება საკუთარი თავისა და ხალხის დასაცავად." - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.