ბაიდენი კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად $13.7 მილიარდს სთხოვს - Washington Post
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს კონგრესს 13.7 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებისთვის. ამის შესახებ The Washington Post იტყობინება.
მთლიანობაში, თეთრი სახლი ითხოვს თანხმობას, რომ გამოყოს 47.1 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუდებელი საჭიროების თანხები ამ შემოდგომისთვის, მათ შორის უკრაინისთვის.
დარჩენილი თანხა მოხმარდება კოროვირუსზე რეაგირების დაფინანსებას, მაიმუნის ყვავილის აფეთქებას და ბოლოდროინდელ კატასტროფებს კენტუკისა და სხვა შტატებში. კონგრესს მოუწევს გააგრძელოს ფედერალური სააგენტოების მიმდინარე დაფინანსება, სანამ ის 30 სექტემბერს დასრულდება.
რაც შეეხება უკრაინას, საუბარია დამატებით სახსრებზე - 40 მილიარდ დოლარზე, რომელიც ამ წლის დასაწყისში დამტკიცდა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიევის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების დაახლოებით სამი მეოთხედი უკვე გამოყოფილია.
ახალი დახმარება მოიცავს სახსრებს აღჭურვილობისთვის, სადაზვერვო სამუშაოებისთვის და უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის.