ბაიდენი: როგორც ჩანს "სხვა გუნდია" პასუხისმგებელი ღაზას საავადმყოფოს დაბომბვაზე
თელ-ავივში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქება, როგორც ჩანს, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა გამოიწვიეს და არა ისრაელმა.
"ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვიყავი გუშინ ღაზას საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებით. იმის მიხედვით, რაც მე ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ," - თქვა მან.
მაგრამ ბაიდენმა ასევე აღნიშნა: "ბევრი ადამიანია, ვინც არ არის დარწმუნებული."
აშშ-ის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელში მარტივი მიზეზის გამო არის: "მინდა ისრაელის ხალხმა და მსოფლიოს ხალხებმა იცოდნენ, სად დგას შეერთებული შტატები."
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰამასმა "დახოცა" ადამიანები, მათ შორის 33 ამერიკელი.
"ჰამასი არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და მან მათ მხოლოდ ტანჯვა მოუტანა." - თქვა მან.
17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის ბაპტისტური საავადმყოფო დაიბობმა, რასაც ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების ცნობით, 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საავადმყოფო ისლამური ჯიჰადის მიერ გასროლილი რაკეტით აფეთქდა, ხოლო პალესტინური მხარე ჰოსპიტალის დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს.