ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერის შესაძლო შეწყვეტაზე: ეს სიგიჟეა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების შესაძლო შეწყვეტის პერსპექტივას აბსოლუტურ შეცდომას უწოდებს.
ამის შესახებ The New York Times წერს.
"უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ აბსოლუტური სიგიჟეა." - განაცხადა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხის გამოყოფას მიაღწევს.
ამასთან, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფინანსური მდგომარეობა მართლაც რთულია.
"ჩვენ უკრაინის დამარცხებაზე ვიქნებით პასუხისმგებელი, თუ ამ დაფინანსებით ვერ მივაწოდებთ." - თქვა იელენმა.
მან განმარტა, რომ "უკრაინას უბრალოდ თანხა ეწურება."
აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაცვის საკითხი კონგრესში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც უკრაინის დახმარება ვერ მტკიცდება.
რესპუბლიკელები ითხოვენ ქვეყანაში შესვლის მკაცრ მოთხოვნებს მიგრაციის შესაჩერებლად, თუნდაც აშშ-ის ჰუმანიტარული ვალდებულებების დარღვევის ფასად, ხოლო დემოკრატები საიმიგრაციო სისტემის ყოვლისმომცველ გადახედვას ემხრობიან.
ორივე მხარის წარმომადგენლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას კომპრომისის მისაღწევად. მაგრამ სენატორმა კრის მერფიმ, დემოკრატიული პარტიის მთავარმა მომლაპარაკებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან რესპუბლიკელებმა უარი თქვეს უკან დახევაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სენატში დემოკრატებმა ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტი წარადგინეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 111 მილიარდი აშშ დოლარია, უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველსაყოფად და სამხრეთ საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.
სექტემბერში თეთრმა სახლმა კონგრესს 106 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების დამტკიცება სთხოვა, რომელიც მოიცავს 61 მილიარდ დოლარზე მეტს უკრაინის დასახმარებლად.