ბაიდენის თქმით, სისი დათანხმდა ღაზაში დახმარებით დათვირთული 20 ავტომობილის შესვლას
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელიდან დაბრუნების დროს Air Force One-ში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან საუბრისას, ეს უკანასკნელი დათანხმდა ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფას სასაზღვრო პუნქტის გადასასვლელის გახსნას და 20-მდე ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანის დაშვებას.
ამავდროულად, ბაიდენის თქმით, რომ ადამიანები ვერ შეძლებენ ღაზადან ევაკუაციას რაფას გავლით.
გაერომ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ღაზას დღეში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული დაახლოებით 100 სატვირთო მანქანა ესაჭიროება.
7 ოქტომბერს, ომის დაწყების შემდეგ, რაფა ძირითადად დაკეტილია.