ბერბოკი: დღევანდელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შესაძლებელი არ არის

ბერლინი დღევანდელ რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობას შესაძლებლად არ თვლის. ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა Digi 24-თან ინტერვიუში გააკეთა.

"ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ამ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა არ შეიძლება. როგორც ბევრ რუსს, ჩვენც გვინდა მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს მეზობლებისთვის. მაგრამ არ გვაქვს ილუზია - ჩვენ ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ." - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ფსონი უნდა დაიდოს "რუსეთის წინააღმდეგ საერთო უსაფრთხოების" გაძლიერებაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, სანამ უკრაინაში ომი გაგრძელდება.

"იმიტომ, რომ უკრაინა იცავს ევროპის თავისუფლებას. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით მასთან მანამ, სანამ საჭირო იქნება - იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით", - განაცხადა ბერბოკმა.

მსგავსი სიახლეები