ბესენტი: რუსეთის უმკაცრეს სანქციებს დავუწესებთ თუ ეს მშვიდობას დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთან მდივანმა გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის სასანქციო პოლიტიკა და მას შემაძრწუნებლად სუსტი უწოდა. 

სკოტ ბესენტის თქმით, სწორედ სანქციების სისუსტით იყო განპირობებული, რომ რუსეთმა შეძლო მათთვის გვერდის ავლის გზების პოვნა. 

ამის შესახებ აშშ-ს ფინანსთან მდივანმა ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას ისაუბრა. 

ბესენტი ამბობს, რომ ბაიდენის მიერ მისი ვადის ბოლო კვირებში რუსეთის ჩრდილოვანი სატანკერო ფლოტისთვის სანქციების დაწესებას პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა, თუმცა არაფერი უთქვამს მათი გადახედვის შესაძლებლობის შესახებ. 

"ჩვენმა ადმინისტრაციამ ძალაში დატოვა სანქციები და ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული უმძლავრესი ინსტრუმენტები, თუ კი ეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზეწოლის ბერკეტს მოგვცემს",- თქვა ბესენტმა. 

ამის შესახებ ბესენტმა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის შესახებ საუბრის კონტექსტში განაცხადა და სავარაუდოა, რომ სწორედ ამ სექტორისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე მიანიშნებდა. 

მსგავსი სიახლეები