ბლინკენი: ჩინეთს მოვუწოდებ შეწყვიტოს რუსეთი დახმარება, ან ზომებს მივიღებთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩინეთს მოუწოდებს შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საგანგებო ზომების გამოყენებით აფრთიხელბს. 

ამის შესახე ენტონი ბლინკენი პეკინში, სი ძინ ფინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სი ძინფინთან შეხვედრას წინ უძღოდა დელეგაციების თითქმის 6-საათიანი დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში. ვან ისთან შეხვედრის შემდეგ ორივე დელეგაცია ფრთხილ ოპტიმიზმის გამოთქვამდე გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარია პირდაპირი კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე 2 ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის და ჩინეთიდან იმ ქიმიური პროდუქციის შეზღუდვაზე, რომელიც ფენტალინის წარმოებისთვის გამოიყენება. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვსურს თანამშრომლობის გაღრმავება იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესები იკვეთება, ჩვენ ასევე მკაფიოდ ვხედავთ ჩინეთისგან მომდინარე გამოწვევებს და განსხვავებს ჩვენს ხედვებში მსოფლიოს მომავალთან დაკავშირებით",- განაცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებთან საუბრისას სი ძინ ფინგთან შეხვედრის შემდეგ. 

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე დათანხმდნენ თუ არა ჩინეთის ლიდერები შეწყვიტონ იმ სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი, რომელსაც რუსეთი საკუთარი სამხედრო წარმოებისთვის იყენებს ბლინკენს არ უთქვამს, რომ ამ საკითხზე მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს. 

ბლინკენის თქმით, რუსეთს გაუჭირდება ომის გაგრძელება ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე - "თუ ჩინეთი არ მოაგვარებს ამ პრობლემას, ჩვენ მივიღებთ ზომებს",- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. 

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ შეძლებს პოზიტიურად შეხედოს ჩინეთის განვითარებას",- განაცხადა ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ სი ძინ ფინგმა. 

ჩინეთში ამბობენ, რომ რუსეთთან მიმართებით აშშ-ს მოთხოვნები მათთვის ბოლომდე გაუგებარია - "ჩინეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ვაშინგტონი ეტაპობრივად აწევს თამასას ლეტალური იარაღის მიღმა და ასეთაც ჩათვლის ნორმალურ ვაჭრობას",- ამბობს Washington Post-თან საუბარში ფუდანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის დეკანი, ვუ სინბო. 

 

მსგავსი სიახლეები