ბლინკენი მიესალმება საემიროების სურვილს გაზარდოს ნავთობის მოპოვება
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს მიესალმა არაბთა გაერთიანებული საემიროების სურვილს გაზარდოს ნავთობის წარმოება, რაც ფასის შემცირებას გამოიწვევს.
ამერიკა ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე რუსული ნავთობის ალტერნატივები გააჩინოს.
აშშ-ში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩმა იუსუფ ალ ოტაიბამ განაცხადა, რომ აბუ დაბი მხარს უჭერს ნავთობის წარმოების გაზრდას და მოუწოდებს ოპეკის სხვა წევრებს მსგავსად მოიქცნენ.
სამშაბათს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მის კოლეგას, შეიხ მუჰამედ ბინ ზაედ ალ-ნაჰიანს ესაუბრა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ფონზე საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციაზე ესაუბრა.
ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს სურვილს გააძლიეროს საემიროების თავდაცვითი შესაძლებლობები.
სამშაბათს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკაში რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი აკრძალა.