პარასკევს ბლინკენი ისრაელს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს ისრაელს, ომის დროს მეორედ ეწვევა.
ამის შესახებ ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა The Times of Israel-ს განუცხადა.
ბლინკენი ისრაელს 12 ოქტომბერს ეწვია და თითქმის რვა საათიანი შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის კაბინეტთან, დაიწყო რეგიონალური ტური, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს ხუთ ქვეყანაში. მისი მიზანი ჰამასის წინააღმდეგ კოალიციის შექმნა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და მძევლების გათავისუფლება იყო.
თუმცა, ამ ვიზიტს შეზღუდული წარმატება ჰქონდა, რადგან არაბული ქვეყნები კარგად არ აღიქვამენ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ.
ბლინკენის ვიზიტის მთავარი შედეგი ეგვიპტის მიერ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლისთვის საზღვრის გახსნა იყო.