ბლინკენმა ჩინეთი იმ შედეგებზე გააფრთხილა, რასაც რუსეთის აგრესიის მხარდაჭერა გამოიწვევს
ჩინეთის ქმედებებს შედეგები მოჰყვება, თუ ქვეყანა გადაწყვეტს მხარი დაუჭიროს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ ისთან შეხვედრისას განაცხადა.
"[ბლინკენმა] გაიმეორა შეერთებული შტატების მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობა და ხაზი გაუსვა შედეგებს, თუ ჩინეთი მხარს დაუჭერს მოსკოვის შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში", - ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატებმა სხვა საკითხებიც განიხილეს. ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები "მოწოდებულია შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე ერთი ჩინეთის გრძელვადიანი პოლიტიკის შესაბამისად".
"სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ტაივანის სრუტეზე გადამწყვეტია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.