Bloomberg: კრემლში არ სჯერათ, რომ უკრაინა კროკუს ჰოლის ტერაქტში მონაწილეობდა
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი და რუსული პროპაგანდა კროკუს ჰოლზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში უკრაინას ადანაშაულებს, მისი გარემოცვაში ამის არ სჯერათ.
ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, ე.წ. უკრაინულ კვალზე პუტინის გარდა ნიკოლაი პატრუშევი და ალექსანდრ ბორტნიკოვი საუბრობენ, გამოცემის წყაროს ცნობით, კრემლში არ აქვთ ტერაქტში უკრაინის ჩართულობის რამენაირი მტკიცებულება.
ამავე წყაროების ცნობით, პუტინი ესწრებოდა შეხვედრებს, რომელზეც სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს ტერაქტთან. მიუხედავად ამისა, ვლადიმირ პუტინი გეგმავს მომხდარი ტრაგედია მაქსიმალურად გამოიყენოს რათა რუსეთის მოსახლეობა უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გააერთიანოს.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ კრემლში შოკირებულები არიან სპეცსამსახურების უუნარობით აღეკვეთათ ტერაქტი.
კონტექსტი
22 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS K) აიღო.
24 მარტს ISIS K-მ თავდამსხმელების ფოტო და პირველი პირის მიერ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც 2 ადამიანის სამოსის ფერი და პრინტი ემთხვევა რუსეთის მიერ დაკავებული ეჭვმიტანილებისას.
New York Times-ის, CNN-ისა და სხვა დასავლური მედიების ცნობით, ამერიკული დაზვერვა სარწმუნოდ მიიჩნევს ISIS K-ის განცხადებას.
სწორედ ამ დაჯგუფებისგან მომავალ ტერორისტულ საფრთხეს ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ 7 მარტს გავრცელებული გაფრთხილება.
ამავდროულად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება უკრაინის რამენაირი ჩართულობის შესახებ ტერაქტში. ე.წ. უკრაინული კვალი არსებობა ტერაქტიდან მალევე უარყვეს თეთრ სახლში.