Bloomberg: პუტინი დარწმუნებულია, რომ მალე სრულად დაიპყრობს უკრაინის 4 ოლქს

დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე ვლადიმირ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ძლიერი პოზიცია აქვს და არ განიხილავს სერიოზულ დათმობებს.

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ სულ მალე მისი არმია სრულად დაიპყრობს უკრაინის ოთხივე ოკუპირებულ ოლქს. 

  • ამასთანავე წყარო განმარტავს, რომ პუტინს არ სურს მოლაპარაკებების ჩაშლა და დაინტერესებულია დიპლომატიური პროცესის გაგრძელებით. 

  • "ტრამპს სურს, რომ პუტინი დათანხმდეს სრულფორმატიან ზავს, პუტინს ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ის ცდილობს, მანევრირებას, რათა მოლაპარაკებები რუსეთის არმიის იერიშის ფონზე გაგრძელდეს",- ამბობს წყარო. 

Big Picture: ავტორების ცნობით, მოლაპარაკებების ფონზე ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ ტრამპი შეეცდება უკრაინას მიუღებელი შეთანხმება მოახვიოს თავს და ცდილობენ მის დარწმუნებას, რომ პუტინი მას ატყუებს - წყაროს ცნობით, სწორედ ამაზე ისაუბრეს ფრიდრიხ მერცმა, ემანუელ მაკრონმა და კირ სტარმერმა, 18 მაისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს. 

  • Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ამერიკელმა ჩინოვნიკებმა უკვე აცნობეს ევროპელ კოლეგებს, რომ ტრამპი მზად არის დააწესოს დამატებითი სანქციები, იმ შემთხვევაში თუ კრემლი უარს იტყვის დათმობებზე. 

  • მათ შორის საუბარია, სენატში უკვე წარდგენილი აქტის შესახებ, რომლის ავტორიც რესპუბლიკელი ლინდსი გრემია და რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვაზე 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

Сontext: ამასთანავე პუტინის გარემოცვაში არსებობს შეფასებები, რომ ოთხივე ოლქის სრულად დაკავება ნაკლებად რეალისტურია, რადგანაც უკრაინულმა დრონებმა "ძალიან გააძვირეს და გაართულეს რუსეთის არმიის მასშტაბური შეტევითი ოპერაციები. 

  • ფრონტის ჩამოშლას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ დამოუკიდებელი დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსებიც, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ფრონტს. 

  • პუტინის მაქსიმალისტურ განწყობებზე მეტყველებს რუსული დელეგაციის მიერ სტამბულში უკრაინულ მხარესთან წარდგენილი მოთხოვნები, მათ შორის იყო ოთხი ოკუპირებული ოლქიდან უკრაინული არმიის გაყვანა. 

  • წყაროების ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი უკრაინელ კოლეგებს დაემუქრა, რომ უარის შემთხვევაში რუსეთის არმია ქალაქ სუმისა და ხარკივს დაიკავებდა. 

 

მსგავსი სიახლეები