Bloomberg: ზავის პროექტით პუტინი დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას მოითხოვს

უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერების სანაცვლოდ კრემლი ითხოვს უკრაინული ჯარების გაყვანას დონბასიდან, მათ შორის დონეცკისა და ლუჰანსკის იმ რაიონებიდანაც, რომელთა დაკავება სამხედრო გზით ვერ შეძლო. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელეს- წყაროებიც ცნობით, ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის ფონზე განხილვადი შეთანხმება პრაქტიკულად კონფლიქტის არსებულ ხაზებზე გაყინვას ითვალისწინებს. 

  • ამასთანავე პუტინი ცხადია ითხოვს უკრაინამ უარი თქვას 2014 წელს ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე. 

  • ამგვარად პუტინის მოთხოვნები ითვალისწინებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გასცეს დონბასიდან ჯარების გაყვანის ბრძანება - "ასეთი შედეგი რუსეთისთვის მისაღები გამარჯვება იქნება, რომელსაც დიდი ხანია სურთან მოლაპარაკებების დაწყება უშუალოდ შეერთებულ შტატებთან, უკრაინისა და ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე"- ნათქვამია მასალაში. 

  • გამოცემის წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ამერიკელები ცდილობენ გეგმასთან დაკავშირებით უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების თანხმობა მიიღონ. 

Big Picture: ავტორები წერენ, რომ უკრაინელი პრეზიდენტი შესაძლოა არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდეს - როდესაც მას მოუწევს მიუღებელი შეთანხმების მიღება ან რისკზე წასვლა პოტენციურ შეთანხმებაზე უარის თქმა. 

  • ამასთანავე გეგმის მიხედვით, სანაცვლოდ რუსეთის არმია არსებულ ხაზებზე შეაჩერებს შეტევებს ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქებში - წყაროების ცნობით, გეგმაზე აქტიურად მუშაობა გრძელდება და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 

  • ყველაფერთან ერთად კვლავ უცნობია განიხილავს თუ არა კრემლი, რომელიმე ოკუპირებული ტერიტორიის დათმობას, ზაპორიჟიასა და ხერსონში - გაურკვეველია ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის ბედიც. 

Context: წყაროების ცნობით, ამჯერად საუბარია არა დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე, არამედ ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც უნდა მოყვეს ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყება ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. 

  • გამოცემასთან საუბარში გაცნობიერებული წყაროები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ უცნობია დათანხმდება თუ არა ვლადიმირ პუტინი უკრაინელ პრეზიდენტთან სამმხრივ შეხვედრას. 

Go Deeper: პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრა - რა ვიცით

მსგავსი სიახლეები