ბოლო 24 საათში უკრაინაში 37,967 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში უკრაინაში 37,967 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ თავის ფეისბუქ-გვერდზე ჯანდაცვის მინისტრი, მაქსიმ სტეპანოვი წერს.

 

ვაქცინაციის კამპანია უკრაინის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ყველაზე მეტი აცრა კიევსა (6026) და დნეპროპეტროვსკში (4358) გაკეთდა.

 

2021 წლის 6 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინაციაზე 522,273 ადამიანი დარეგისტრირდა.

 

ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში პირველი დოზით 821,770 ადამიანი აიცრა, ხოლო სრულად - 428.

 

 

მსგავსი სიახლეები