ბორელი: არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურთ ევროპისკენ სვლა თუ დაშორება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურთ ევროპისკენ სვლა თუ დაშორება. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
"საქართველოში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა. მომდევნო არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი და ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, რომელი გზით სურთ სიარული – ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო მეტად, რადგან სასწორზე დგას ქვეყნის მომავალი". - თქვა ბორელმა.