ბორელი: ისრაელის კრიტიკა ანტისემიტიზმი არ არის
ისრაელის მთავრობისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების კრიტიკის უფლება ღაზას სექტორში "ებრაელების ზიზღში დადანაშაულების გარეშე" უნდა იყოს დაცული. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ოთხშაბათს განაცხადა.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მახინჯი ანტისემიტური დემონსტრაციები არ ეხმარება პალესტინას," არამედ, პირიქით, ხელს უშლის მას.
"შესაძლებელია ისრაელის თავდაცვის უფლების აღიარება და ამავე დროს იმით აღშფოთება, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ხდება ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე," - თქვა ბორელმა.
"შესაძლებელია პალესტინელების სახელმწიფოს უფლების დაცვა ანტისემიტიზმის ბრალდების გარეშე," - აღნიშნა მან.
ჯოზეპ ბორელმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის თავდასხმას "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ებრაელების წინააღმდეგ მოწყობილი ყველაზე დიდი პოგრომი" უწოდა.
ბორელის თქმით, რომ ევროკავშირის საერთო პოზიციის შემუშავება გრძელდება. აქამდე იყო "განსხვავებული განცხადებები ცალკეული წევრი ქვეყნებისგან ისრაელის თავდაცვის უფლების შესახებ, მაგრამ არ ყოფილა საერთო პოზიცია."
მისი აზრით, კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა შეუძლებელია და ორივე ხალხმა ერთად უნდა იცხოვროს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით.