ბორის ჯონსონი: ბრიტანეთს და ამერიკას ურღვევი ურთიერთობა აქვთ

ამერიკასა და ბრიტანეთს შორის ალიანსი ცნობილი უნდა იყოს, როგორც “ურღვევი ურთიერთობა,” - თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.

დიდი შვიდეული სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები კლიმატის ცვლილება და ვაქცინაციაა.

პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად დიდი შვიდეული სამიტზე კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ამერიკის და ბრიტანეთის ლიდერები შეხვდებიან.

ჯო ბაიდენმა “ღრმა შეშფოთება” გამოხატა ბრექსიტის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე.

სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მომავალ წელს 100 მილიონზე მეტ ვაქცინას გადასცემს ღარიბ ქვეყნებს. 

ასევე, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ 500 მილიონ დოზა Pfizer-ის ვაქცინას გადასცემს 92 დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს და აფრიკის კავშირს.

დიდი შვიდეულის ქვეყნები 2022 წლის ბოლომდე სხვა სახელმწიფოებს ჯამში ვაქცინის მილიარდ დოზას გადასცემენ.

 

მსგავსი სიახლეები