ბორნი: საფრანგეთს LGBT + უფლებების დამცველი ელჩები ეყოლება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ საბრძოლველად ფონდი შეიქმნება და საფრანგეთს LGBT + უფლებების დამცველი ელჩები ეყოლება.

"მენტალიტეტების ბრძოლა მოგებული არ არის, ჯერ კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები", - თქვა მან ხუთშაბათს დილით, ორლეანში LGBT + ცენტრში ვიზიტისას.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ვიშის რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შემოტანილი ჰომოფობიური კანონების გაუქმების ორმოცი წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.

რამდენიმე ახალგაზრდასთან შეხვედრისსა და LGBT + სამყაროს მსახიობებთან დისკუსიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ამჟამად არსებული 35 ცენტრის გარდა, ათი ახალი LGBT + ცენტრის შესაქმნელად სამ მილიონ ევროიანი ფონდის შექმნა დაანონსა.

ელისაბედ ბორნმა ასევე "LGBT + ასოციაციებისა და ცენტრების სამაგალითო მუშაობა" შეაქო. მისი თქმით, ეს ცენტრები "იდენტიფიცირებადი და ხელმისაწვდომი პუნქტებია ბევრი ადამიანისთვის, რომლებმაც არ იციან ვის მიმართონ". მან აღნიშნა, რომ LGBT + ცენტრები გასულ წელს თითქმის 6000 ადამიანს დაეხმარა.

"ჩვენ გვინდა, რომ მინიმუმ ორი ცენტრი იყოს საფრანგეთის თითოეულ რეგიონში და მინიმუმ ერთი ცენტრი თითოეულ საზღვარგარეთის რეგიონში", - აკონკრეტებს ბორნი.

მან ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე LGBT + უფლებების ელჩები დაინიშნება, რომლებიც "იბრძოლებენ, ჰომოსექსუალობის და ტრანს იდენტობის საყოველთაო დეკრიმინალიზაციისთვის".

ელჩი "კოორდინაციას გაუწევს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედებას დისკრიმინაციისგან დაცვისა და LGBT + უფლებების ხელშეწყობისთვის", დასძინა მან.

ასეთ ელჩებს საფრანგეთი ნიშნავს იმ დროს, როდესაც "LGBT + უფლებები ეჭვქვეშ დგას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით  ბოლო წლებში ევროპაში".

მსგავსი სიახლეები