ბრიტანეთი აფრიკის ქვეყნებს კორონავირუსთან საბრძოლველად $142 მილიონით დაეხმარება

 

ოთხშაბათს ბრიტანეთისა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა განაცხადა, რომ აფრიკის ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად 142 მილიონ დოლარს გადასცემს.

დახმარებას სახელმწიფოები ტესტების, ჟანგბადის აპარატების და სხვა აუცილებელი ინვენტარის შესაძენად გამოიყენებენ.

კორონავირუსის ახალი, ომიკრონ ვარიანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს და აფრიკის კონტინენტზე მალევე გავრცელდა.

ომიკრონ შტამი წინა ვარიანტებთან შედარებით ბევრად სწრაფად ვრცელდება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2021 წელს ქვეყანამ ვაქცინის 30 მილიონი დოზა გადასცა სხვა ქვეყნებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები