ბრიტანეთი: პუტინის გეგმა B მშვიდობიან უკრაინელებზე თავდასხმის გაძლიერებაა

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო უწყების (GCHQ) შეფი ჯერემი ფლემინგი აცხადებს, რომ ომის თავდაპირველი სცენარის ჩავარდნის შემდეგ პუტინი მშვიდობიან უკრაინელებზე და ქალაქებზე თავდასხმის გაძლიერებას გეგმავს.

„ნათელია, რომ პუტინმა [უკრაინაში] ვითარება სწორად ვერ გათვალა. მან უკრაინელი ხალხის მზაობა, წინ აღუდგნენ აგრესიას, ვერ დაინახა.

მან ვერც საერთაშორისო კოალიციის ძალა შეაფასა, რომელიც მისმა ქმედებებმა გააძლიერა. პუტინმა დაწესებული სანქციების ეკონომიკური ეფექტი ვერ განსაზღვრა“, - აცხადებს ფლემინგი.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებას იზიარებენ ვაშინგტონში.

პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა ცნობები იმის შესახებ, რომ პუტინს „მისი მრჩევლები უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ აწვდიან.

„პუტინი თვლის, რომ შეიარაღებული ძალების სარდლობას შეცდომაში შეყავთ, რის გამოც მას და სამხედრო ლიდერშიპს შორის დაძაბული ურთიერთობაა“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

 

მსგავსი სიახლეები