ბრიტანეთის მთავრობა გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშოების გამოყენების შეზღუდვას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ "გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშოების ზრდის" შეჩერებაზე მუშაობს.
ამ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
ახალი წესებით, ერთსქესიანი ტუალეტები გახდება სტანდარტი და მინიმუმი ახალი არასაცხოვრებელი შენობებისთვის და იმ შენობებისთვის, რომლებშიც რემონტი მიმდინარეობს.
გაიდლაინები ასევე წაახალისებს იზოლირებული საპირფარეშოების გამოყენებას.
მთავრობამ მანამდე განმარტა, რომ ცვლილებები შშმ პირებისთვის საპირფარეშოთი უზრუნველყოფას არ შეეხება.
კემი ბედენოკმა, ბრიტანეთის ქალთა და თანასწორობის მინისტრმა თქვა: "მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს კონფიდენციალურობისა და ღირსების უფლება საჯარო ტუალეტებით სარგებლობისას. თუმცა, "გენდერულად ნეიტრალურ" საპირფარეშოებზე გადასვლა ქალებსა და გოგოებს ართმევს ამ ფუნდამენტურ უფლებას."
"ეს წინადადებები უზრუნველყოფს, რომ ინგლისის ყველა ახალ შენობას მოეთხოვება ცალკე მამაკაცის და ქალის ან უნისექსი ტუალეტის უზრუნველყოფა." - აღნიშნა მან.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა თავი კომფორტულად იგრძნონ საზოგადოებრივ საპირფარეშოებში, ამიტომ ჩვენ ვიღებთ ზომებს ღირსებისა და კონფიდენციალურობის აღსადგენად." - თქვა ბარონესა სკოტმა, საპარლამენტო მინისტრის მოადგილემ რწმენისა და საზოგადოებების საკითხებში.