ბრიტანეთმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან სამხედროები გაგზავნა

 

გაერთიანებული სამეფო პოლონეთში 140 სამხედრო ინჟინერს გაგზავნის, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას ბელარუსიდან წამოსული მიგრანტების ნაკადების შესაჩერებლად წინაღობების შექმნაში დაეხმარებიან.

ბრიტანელი სამხედროები პოლონეთში აპრილამდე დარჩებიან და პოლონელ მესაზღვრეებს საინჟინრო დახმარებას გაუწევენ სასაზღვრო ბარიერების აშენებასა და გზების აღდგენაში. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ. 

ბრიტანეთი და ევროკავშირის სახელმწიფოები ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიგრანტების გამოყენებით "ჰიბრიდული" ომის წარმოებაში ადანაშაულებენ.

ბრიტანეთი მსგავსი ჯგუფის გაგზავნას ლიეტუვაშიც გეგმავს. ნატოს წევრ ლიეტუვასა და ლატვიას ბელარუსთან საზღვარი აქვთ, სადაც არალეგალი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

"ევროპის უსაფრთხოებისადმი ჩვენი ერთგულება ურყევია და ჩვენ ყოველთვის შევთავაზებთ მხარდაჭერას მოკავშირეებს," - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა.

მსგავსი სიახლეები