ბუდანოვი: 2026 წელს რუსებს დონეცკის ზაპორიჟიის დაკავება სურთ
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) დირექტორის თქმით, კრემლის მთავარი მიზანი მომდევნო წლის განმავლობაში დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქის სრულად დაკავება იქნება.
ვითარების არსი: ამ და სხვა თემებზე კირილო ბუდანოვმა უკრაინული ონლაინ გამოცემა სუსპილნესთან ინტერვიუში ისაუბრა.
- "პრინციპულ დონეზე 2026 წელს მათი მთავარი მიზანი დონბასი და ზაპორიჟიაა, მათ ეს არც არასდროს დაუმავალთ"- ამბობს ბუდანოვი და მიუთებს, რომ რუსეთი არმია ასევე შეეცდება ე.წ. ბეფერული ზონების გაფართოების სახელმწიფო საზღვრის ყველა მონაკვეთში.
რუსეთის რესურსებზე საუბრისას ბუდანოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტი გააფორმა 403 ათასს ადამიანთან, რაც წლიურ გეგმას ოდნავ აღემატებოდა და ამ მაჩვენებელზე რუსები დეკემბრის დასაწყისში გავიდნენ.
- უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, მობილიზაციის გეგმა 2026 წლის 409 ათასს შეადგენს.
- ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენი ხანი შეძლებს რუსეთის არმიის მსგავსად კომპლექტაციის გაგრძელებას ბუდანოვი პასუხობს: "არ მინდა ხასიათი გაგიფუჭოთ, მაგრამ შეხედეთ მოსახლეობის მაჩვენებლებს და მიხვდებით, რომ სურვილის შემთხვევაში კიდევ კარგა ხანი შეძლებენ ასე გაგრძელებას."
- ამასთანავე ბუდანოვის თქმით, კრემლს ეყოფა ფინანსები არმიაში ახალი ხალხის გადასაბირებლად - მისივე თქმით, არმიაში გაწვევის გეგმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "100%-ით შეასრულა" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
დიდი სურათი: კირილო ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ეკონომიკური სირთულეები არ აისახება უშუალოდ ბრძოლის, მაგრამ "აუცილებლად იქონიებს გავლენას მათ მზაობას დაასრულონ ომი."
- მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტისთვის ხელსაყრელი ფანჯარა მომდევნო წლის თებერვალში გაიხსნება.