ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თალიბანის დელეგაცია მიიღო

ჩინეთმა თალიბანის დელეგაციას უმანსპინძლა, რომელსაც სათავეში, ტერორისტული ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, მულა ბარადარი ხელმძღვანელობდა.

„ვიმედოვნებთ, ჩინეთი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესსა და ქვეყნის რეკონსტრუქციაში“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე გამოთქვა იმედი, რომ თალიბანი მკაცრ ზომებს ზომებს მიიღებს სინძიანის ავტონიმიურ რეგიონში მოქმედ ორგანიზაცია „თურქისტანის ისლმარი პარტია“-ის წინააღმდეგ, ამ ორგანიზაციის გარკვეული დაჯგუფეფების აქტიურობდა წარსულში ავღანეთის ტერიტორიაზე ვლინდებოდა, უკვე წლებია ორგანიზაცია ჩინეთში სეპარატისტულად მიიჩნევა და ჯგუფის წევრებს ჩინეთის 2009 წლიდან მოყოლებული დევნიან.

ორდღიანი ვიზიტის მიზეზი მაღალი ალბათობით ბოლო თვეებში ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ნაწილების გაყვანის ფონზე ავღანეთში თალიბანის გააქტიურება და მზარდი ტერიტორიული ექსპანსიაა, უკანასკნელი ამერიკელი სამხედრო ავღანეთს სექტემბრის ბოლოს დატოვებს.

ბოლო თვეების განმავლობაში,  თალიბანის ლიდერები გააქტიურდნენ საერთაშორისო ასპარეზზეც, რითითაც ლეგიტიმაციის და საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ცდილობენ. ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერის მოჰამედ ნაიმის  განცხადებით, ქალაქ ტიანჯინში მოლაპარაკებები ჩინეთის ხელისუფლების ინიციატივით გაიმართა და მას ორგანიზაციის აღიარებისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯად აფასებს.

"შეხვედრაზე პოლიტიკურმა, მხარეებმა ეკონომიკური და ორი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს"- აცხადებს ნაიმი.

თავის მხრივ, ჩინეთი პირობას იძლევა, რომ  ავღანეთს დაეხმარება  ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრაში,  ხელს შეუწყობს ქვეყნის რეაბილიტაციას და არასოდეს ჩაერევა ავღნეთის შიდა საქმეებში.

“თალიბანი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში,  მშვიდობის დამყარებასა და ქვეყნის რეკონსტრუქციაში ორგანიზაციას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა. ინდოეთში ოფიცილური ვიზიტისას ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ თალიბანის სრული გამარჯვების შემთხვევაში ავღანეთი საერთაშორისო არენაზე გარიყულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება.

 

 

მსგავსი სიახლეები