ჩეჩნეთში საჯარო ადგილას "გამოფინეს" მოკლული მოზარდის ცხედარი

ჩეჩნეთში საჯარო ადგილას "გამოფინეს" მოკლული მოზარდის ცხედარი, რომელიც რამზან კადიროვმა პოლიციის საგუშაგო პოსტზე თავდასხმაში დაადანაშაულა. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ შემთხვევის ამსახველ ვიდეო კადრებთან ერთად ტელეგრამ არხი NIYSO ავრცელებს. კადრებში ჩანს სოფელ აჩხოი-მარტანის ცენტრში მიმდინარე მიტინგი, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრება, ხოლო მიწაზე ჩანს მოკლული მოზარდის ცხედარი - წყაროს ცნობით, მიტინგის დასრულების შემდეგ ცხედარი ადგილზე დატოვეს. 

  • ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმა 7 აპრილს მოხდა, რის შედეგადაც 2 თანაშრომელი დაიჭრა, ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

  • რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე განაცხადა, რომ თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, ხოლო ის დავალებებს თურქეთში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისგან იღებდა. ჩეჩნეთის ლიდერი მოკლულის თითოეულ ნათესავს უმკაცრესი პასუხით დაემუქრა. 

Big Picture: ტელეგრამ არხ Niyso-ს ავტორების თქმით, კადიროვი ცდილობს პოლიციის პოსტზე მომხდარი თავდასხმა მათ დაუკავშიროს. მათივე ცნობით, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ მათ ულტიმატუმი წაუყენა - თუ ისინი არ შეწყვეტენ საინფორმაციო საქმიანობას, ჩეჩნეთიდან მათ თითოეულ ნათესავს გაასახლებენ. 

  • ამასთანავე, არხის ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა მოზარდი თავად ჩეჩნეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დამუშავებული და ამ შემთხვევით ისინი საკუთარი ძალაუფლების გამყარებას შეეცადნენ. 

მსგავსი სიახლეები