ჩეხეთის პრეზიდენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახურებრივ მოვალეობას ვეღარ შეასრულებს

 

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ვეღარ შეძლებს.

ქვეყნის პირველი პირის მკურნალი ექიმები ჯანმრთელობის დამძიმების მიზეზებს არ აკონკრეტებენ. სავარაუდოდ, ზემანს ღვიძლის ქრონიკული დაავადების გამო ნერვული სისტემა დაუზიანდა.

ჩეხეთის სენატს პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემა პრემიერმინისტრისა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის მოუწევს, რაც შესაძლოა არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ დააბრკოლოს.

8-9 ოქტომბერს ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერის, ანდრეი ბაბიშის პარტია „ანო“ (ANO) სამპარტიულმა კოალიციამ „ერთად“ დაამარცხა.

არჩევნების შემდეგ, პარლამენტისთვის მთავრობის მომავალი მეთაურის წარდგენა ქვეყნის პრეზიდენტის კომპეტენციაა, რაც ზემანის მაგივრად შესაძლოა ბაბიშს მოუწიოს.

ბაბიშმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში დარჩენას არ აპირებს და პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციის ფლანგიდან გააგრძელებს. 

მსგავსი სიახლეები