ჩერნიგოვს რუსი ოკუპანტები ბომბავენ

ჩერნიგოვს უკრაინა აკონტროლებს, ქალაქს მტერს არავინ გადასცემს. ამის შესახებ 28 თებერვალს ქალაქის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ განაცხადა. 

ქალაქის მერმა ვიდეომიმართვა რუსული ბომბების მიერ დანგრეული შენობის ფონზე ჩაწერა.

"კიდევ ერთი ღამე გადავურჩით. მინდა გაგიზიაროთ ჩემი კარგი განწყობა. დიახ, გვბომბვენ, მაგრამ ჩვენ ვართ ერთიანი და მზად ვართ საპასუხოდ. ყველას მოვუწოდებ, შემოგვიერთდით და დაგვეხმარეთ ბრძოლაში იქ, სადაც ყველაზე სასარგელო იქნებით. ჩვენ გავიმარჯვებთ!" - განაცხადა ჩერნიგოვის მერმა.

ატროშენკომ მოქალაქეებს მოუწოდა, დაეხმარონ ჯარს, ტერიტორიულ დაცვას, ექიმებს და ერთმანეთს.

მსგავსი სიახლეები