ჩინეთის კომპარტიამ ერის ისტორიაში სი ძინპინის „გადამწყვეტი მნიშვნელობა“ აღიარა

 

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა პარტიის ისტორიის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც „ჩინელი ერის დიდი განახლების პროცესში“ პრეზიდენტ სი ძინპინის „გადამწყვეტ როლს“ აღიარებს.

დოკუმენტი, რომელიც პარტიის 100 წლიან ისტორიას აჯამებს, ჩინეთის პოლიტიკურ ისტორიაში საკვანძო მნიშვნელობისაა.

მანამდე მსგავსი რეზოლუცია მხოლოდ ორჯერ მიიღეს: 1945 წელს მაო ძედუნმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამფუძნებელმა, და 1981 წელს - დენ სიაო პინმა, ჩინეთის კაპიტალისტური გარდაქმნის შემოქმედმა.

ბოლო წლებში სი ძინპინი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას და პიროვნების კულტის დანერგვას ცდილობს.

მოსალოდნელია, რომ 2022 წელს 68 წლის ჩინელი ლიდერი პარტიის გენერალურ მდივნად კენჭს მესამედ იყრის. არსებული ტრადიციით, პარტიის გენერალური მდივნები მხოლოდ ორი ვადით აირჩეოდნენ.

2018 წელს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კენჭისყრის წესი შეცვალა, რის შედეგადაც სი ძინპინს ძალაუფლების 2027 წლამდე გახანგრძლივება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები