ჩინეთის მთავრობამ ჩინოვნიკებს გართობისა და სასმელის ხარჯები შეუზღუდა
ჩინეთის მთავრობამ ჩინოვნიკებს წარმომადგენლობითი ხარჯების ახალი პროტოკელი წარუდგინა, რომელიც "ხელმომჭირნე" ცხოვრებისკენ მოუწოდებს, იმ ფონზე, რომ ქვეყანა ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის.
State Of Play: ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ 18 მაისს გამოცემულ განახლებულ სახელმძღვანელოშია საუბარი. დოკუმენტში გაწერილია, თუ როგორ უნდა შემცირდეს სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ხარჯები, მათ შორის უცხოეთში მივლინებებისა და შესყიდვების დროს.
- ახალი წესების მიხედვით სამუშაო შეხვედრებზე იკრძალება სიგარეტი, ძვირიანი ალკოჰოლი და დელიტაკესები.
- ასევე იკრძალება სტუმრების დახვედრის ცერემონიების ორგანიზება აეროპორტებსა და სარკინიგზო სადგურებში, ხოლო საკონფერენციო დარბაზები აღარ მოირთვება ძვირადღირებული ყვავილებით.
Big Picture: "ხელმომჭირნეობა და ჩვენი პარტიის დიდებული ტრადიცია და სტილია"- ნათქვამია ჩინეთის მთავარი, "სახალხო" გაზეთის მიერ ახალი რეგულაციების შესახებ გამოქვეყნებულ სვეტში.
- "ახალი რეგულაციები შექმნის კულტურას, რომელშიც ხელმომჭირნეობა საამაყო იქნება, ხოლო ჭარბი მოხმარება სამარცხვინო"- ნათქვამია შანხაის გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.
- ახალი რეგულაციების გამოქვეყნების კვალდაკვალ პარტიის ცენტრალური კომიტეტის კრიტიკა დაიმსახურა შიდა მონღოლეთის პროვინციის ხელმძღვანელობამ, რომლებმაც დიდი ფული დახარჯეს ასობით ახალი ეკრანის შესაძენად და უდიერად ეპყრობიან უკვე აშენებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
Сontext: ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი რეგულაციები ჩინეთის წინაშე არსებული მწვავე ეკონომიკურ გამოწვევებზე მეტყველებს - ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა და ექსპორტის მოცულობა ბოლო კვარტალში შესამჩნევად შემცირდა. ვითარება კიდევ უფრო გაართულა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულმა სავაჭრო ტარიფებმა.
- კომენტატორები მიუთითებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სი ძინფინგი მსგავს კამპანიას იწყებს და 2012 წლის გამოცდილებაზე მიუთითებენ, როდესაც მასშტაბური ანტი-კორუფციული კამპანიის ფონზე "მიმდინარეობდა ბრძოლა ჭარბ მოხმარებასთან."