ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით კულება ჩინეთში მიემგზავრება

ჩინეთის საგარემო საქმეთა მიწვევის მიღების შემდეგ, დმიტრო კულებაში 2-დღიანი ვიზიტით ჩინეთში მიემგზავრება. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეები გაცვლიან აზრებს არსებული ვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივის შესახებ. 

ამასთანავე, სავარაუდოა, რომ კულებას ვიზიტის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტა და ამ საკითხში ჩინეთის როლის განხილვა იქნება. 

კონტექსტი 

ჩინეთმა უარი თქმა ერთმნიშვნელოვნად დაეგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ჩინეთის ხელისუფლება მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მიმდინარე კონფლიქტში ქვეყანა ნეიტრალურია. 

ჩინეთი არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და პარალელურად რეკორდულად გაზარდა რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა, მათ შორის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციით. 

გასული წლის თებერვალში ჩინეთმა ე.წ. სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგებოდა. ე.წ. გეგმა ზოგად დებულებებს შეიცავდა - მას არ დაუჭირა მხარი უკრაინამ და ქვეყნის დასავლელმა მოკავშირეებმა. 

ჩინეთმა არ მიიღო მონაწილეობა კიევის მიერ ორგანიზებულ ე.წ. მშვიდობის ფორმულის სამიტში, რომელიც ივლისში შვეიცარიაში გაიმრთა. რუსეთი სამიტზე მიწვეული არ ყოფილა. 

მსგავსი სიახლეები