CNN: გერმანული Rheinmetall უკრაინაში ჯავშანტექნიკის საწარმოს 12 კვირაში გახსნის
შეიარაღების მწარმოებელი გერმანული კონცერნი Rheinmetall უკრაინის ტერიტორიაზე ჯავშატექნიკის საწარმოს მომდევნო 12 კვირის განმავლობაში გახსნის.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN კონცერნის ხელმძღვანელის არმინ პაპერგერზე დაყრდნობით ავრცელებს.
საწარმოს გარდა Rheinmetall გამართავს ჯავშანტექნიკის და ტანკების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების პუნქტებს. CNN-ის მასალაში ნათქვამია, რომ საწარმო დასავლეთ უკრაინაში განთავსდება.
"უკრაინელები საკუთარ თავს უნდა დაეხმარნონ, თუ კი ისინი მუდმივად დაელოდებიან დახმარებას ამერიკისგან, ევროპისგან მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ეს შეუძლებელია",- განაცხადა პაპერგერმა.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ საწარმო ყოველწლიურად დაახლოებით 400 ტანკს გამოშვებას, ტანკების გარდა იგეგმება Fuch-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების წარმოებაც.
პაპერგერის თქმით, საწარმო დაცული იქნება რუსეთის პოტენციური სარაკეტო შეტევებისგან - "ახლა უკრაინაში არის შეიარაღების მწარმოებელი ბევრი საწარმოა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთი საწარმო დაემატება, ჩვენ შევძლებთ მის დაცვას."
სავარაუდოა, რომ საწარმო უკრაინის შეიარაღების მწარმოებელ სახელმწიფო კომპანიასთან, Укроборонпром-თან პარტნიორობით აშენდება.